კანის რიგით 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატები ცნობილია.
„ოქროს პალმის რტო“ რეჟისორმა ბონგ ჯუნ ჰომ მიიღო ფილმისთვის „პარაზიტი“. ჟიურის გრან პრი მატი დიოპის ერგო სურათისთვის – „ატლანტიკა“. საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდო გადაცათ ძმებ დარდენებს.
ამასთან, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ანტონიო ბანდერასი გახდა, პედრო ალმოდოვარის ახალ ფილმში შესრულებული როლისთვის, ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალი – ემილი ბიჩემი.