კანარის კუნძულებზე ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. საუბარია ვულკანზე, რომელიც კუნძულ ლა პალმაზე მდებარეობს. ამოფრქვევას წინ უსწრებდა მცირე სიმძლავრის მიწისძვრები.
საგანგებო სამსაუხრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ვულკანის მიმდებარე რაიონებიდან შორს დაიჭირონ თავი.
ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ უკვე მიმდინაროებს მოსახლეობის ევაკუაცია.
მანამდე, ვულკანის ამოფრქვევის საშიშროების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კანარის კუნძულების ვულკანოლოგიის ინსტიტუტმა.