კალიფორნიის სამ შტატად გაყოფასთან დაკაშირებით, ხმის მიცემის პროცედურა ნოემბერში ჩატარდება
კალიფორნიის სამ შტატად გაყოფასთან დაკაშირებით ხმის მიცემის პროცედურა 6 ნოემბერს ჩატარდება. საწარმოო სფეროს ინვესტორის, ტიმ დრეიპერის ინიციატივამ სახელწოდებით, Cal-3, 400 ათასზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა.
ინიციატივის თანახმად ადგილობრივი მოსახლეობა გადაწყვეტს, სურს თუ არა ნახევრკუნძულის ცენტრალურ, ჩრდილო და სამხრეთ კალიფორნიებად გაყოფა. ინიციატივის ავტორი ამბობს, რომ კალიფორნიის გაყოფა ადგილობრივ თემებს საშუალებას მისცემს, რომ მოსახლეობისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასკოლო განათლება, საგადასახადო სისტემა და ინფრასტრუქტურა, უკეთესი და კეთილგონივრული გადაწყვეტილებები მიიღონ.
ინიციატივის თანახმად, ცენტრალურ კალიფორნიაში 6 ოლქი შევა: ლოს ანჯელესი, ვენტურა, სანტა ბარბარა, სან ლუის ობისპო, მონტერეი და სან ბენიტო. სამხრეთ კალიფორნიაში 12 ოლქი – სან დიეგო, სან ბერნარდინო, ორენჯი, რივერსაიდი, მონო, მადერა, ინიო, ტულარე, ფრესნო, კინგსი, კერნი და იმპერიალი. ჩრდილოეთ კალიფორნიაში კი 40 ოლქი, მათ შორის, სან ფრანცისკოს ყურის ზონა და საკრამენტოს ჩრდილოეთით მდებარე ოლქები.
თუ ინიციატივას მოსახლეობა მხარს დაუჭერს, გუბერნატორი განაცხადს კონგრესს წარუდგენს.