კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი ლოკალიზებულია. სწორედ ხანძარი გახდა მეწყერის ჩამოწოლის მიზეზი, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კალიფორნიის ტყეში ხანძარი 4 დეკემბერს გაჩნდა და მისი სრული ლოკალიზება ათას ას ორმოც კვადრატულ კილომეტრზე მოხდა.
ხანძრის მიზეზით ორი ადამიანი დაიღუპა, ვენტურასა და სანტა-ბარბარას რაიონებში კი ათასზე მეტი სახლი შენობა განადგურდა.