კალიფორნიაში წყალდიდობისა და მეწყერის მსხვერპლთა რიცხვმა 20-ს მიაღწია. კიდევ ოთხი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სანტა-ბარბარას ოლქის ხელისუფლების განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მაშველებმა კიდევ ორი ცხედრის აღმოჩენა შეძლეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სტიქიის ზონაში ამ დრომდე გრძელდება.
სტიქიის შედეგად კალიფორნიაში 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ყველაზე მეტად დაზარალდა სანაპირო ქალაქი მონტესიტო. სალიკვიდაციო სამუშაოებში ორიათასზე მეტი სპეციალისტი მუშაობს.
მეწყერის გამო, ნაწილობრივ დაიბლოკა კალიფორნიის ერთ-ერთი მთავარი ავტომაგისტრალი.
გადაუღებელი წვიმა კალიფორნიაში 8 იანვარს დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლო მონაცემებით, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაინგრა 65 და დაზიანდა 460 საცხოვრებელი სახლი.