კალიფორნიის შტატში, ბოლო 84 წლის განმავლობაში პირველად, ტროპიკულ შტორმს ებრძვიან.
უკანასკნელი ცნობით, სტიქიამ მანამდე მექსიკასაც გადაუარა, სადაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
შტორმს თან ერთვის წყალდიდობები, მეწყერი და ძლიერი ქარი. მედიის ცნობით, შედეგად, დასახლებების ნაწილი დატბორიალია. მოქალაქეთა ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია საავტომობილო გზები.
აშშ-ის მეტოროლოგიური სამხახური მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სტიქიის გამო ქალაქ ლოს ანჯელესის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მთიან რეგიონებში წყალდიდობაა მოსალოდნელი. შტორმის გამო ლოს ანჯელესში ყველა სკოლა დახურეს. კალიფორნიის გარდა, ტროპიკული შტორმი ემუქრება ნევადას, ორეგონსა და აიდაჰოს.