კალიფორნიაში შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან [ფოტო]
09:57, 10.11.2018
კალიფორნიაში შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის დროს სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხუთი მათგანი საკუთარ ავტომობილში დაიწვა. უსაფრთხოების მიზნით სტიქიის ზონაში 150 ათასზე მეტი პირის ევაკუაცია განხორციელდა.
მასშტაბური ხანძრების ორი კერა კალიფორნიის შტატში 7 ნოემბერს გაჩნდა. 36 ათას ჰექტარზე გავრცელებულმა ცეცხლმა შვიდ ათასზე მეტი შენობა გაანადგურა. მათი ნაწილი საცხოვრებელი სახლი იყო.
ერთ ხანძარს ლოს-ანჯელესის დასავლეთ ნაწილში ებრძვიან, რომელიც სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზეა გავრცელებული. ტყის მეორე ხანძარი კი შტატის ჩრდილოეთ ნაწილშია.
მეხანრძეების ინფორმაციით, სტიქიის ლოკალიზებაში ხელს ძლიერი ქარი უშლით, რომელიც ცეცხლს ძალიან მალე ავრცელებს.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კალიფორნიის შტატში დონალდ ტრამპის განკარგულებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.