კალიფორნიაში სამართალდამცველის მკვლელობისთვის პოლიციამ 39 წლის მამაკაცი დააკავა
კალიფორნიაში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ერთი სამართალდამცველი მოკლა, მეორე კი დაჭრა. ინციდენტი ქალაქ პომონაში მოხდა. 39 წლის ადგილობრივი მცხოვრები პოლიციამ 15-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად დააკავა.
როგორც გამოცემა The New York Times-ი წერს, ინციდენტი ადგილობრივი დროით საღამოს ცხრა საათზე მოხდა. პოლიციამ ავტომობილის გაჩერება სცადა, რომლის მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები უხეშად დაარღვია. თუმცა მძღოლი სამართალდამცველებს არ დაემორჩილა, მანქანიდან გადმოვიდა, ახლომდებარე სახლში შევარდა და იქ ჩაიკეტა, საიდანაც ცეცხლი გახსნა.
თავდამსხმელის მოქმედების მოტივი ამ დრომდე უცნობია.