კალიფორნიაში, ქალაქ სან-ხოსეში Cessna 172-ის ტიპის მსუბუქი თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა.
NBC-ის ცნობით, რომელიც სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებას ეყრდნობა, ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მესამეს მსუბუქი დაზიანებები აქვს.
შეჯახების დროს საცხოვრებელ სახლში მყოფი 13 ადამიანიდან დაზიანებები არც ერთს მიუღია.
თვითმფრინავის პილოტმა ტექნიკური გაუმართაობის შესახებ აეროდრომიდან აფრენიდან მალევე აცნობა დისპეჩერს, თუმცა უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო.
ფედერალური საავიაციო სამმართველოსა და ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების სამსახურები ინციდენტის მიზეზებს იძიებენ.