კახა ქემოკლიძე - ოჯახის წევრებს საშუალება ექნებათ მამა-შვილი როგავები დრანდის ციხეში მოინახულონ
ოჯახის წევრებს საშუალება ექნებათ მამა-შვილი როგავები დრანდის ციხეში მოინახულონ, – ამის შესახებ ენგურის ხიდზე ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა.
როგორც ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელ გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე ბევრი საკითხი განიხილეს. მათ შორის უკანონოდ დაკავებული ქართველების ბედი, ბორდერიზაცია, რომელიც მოსახლეობას დამატებით პრობლემებს უქმნის და რა თქმა უნდა, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავების და ცენტრალური ხელისუფლებისათვის გადმოცემის საკითხი.
როგავები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში დააკავეს. მათ ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებათ ბრალად და ისინი ორწლიან სასჯელს დრანდის ციხეში იხდიან.