კახა ქემოკლიძე - გიორგი გახარიამ ავსტრიაში ჩააბარა თმის ღერის ანალიზი, ირაკლი კობახიძეს წარმოდგენა აქვს, თმის ღერის ანალიზი რას ნიშნავს?
კახა ქემოკლიძე - გიორგი გახარიამ ავსტრიაში ჩააბარა თმის ღერის ანალიზი, ირაკლი კობახიძეს წარმოდგენა აქვს, თმის ღერის ანალიზი რას ნიშნავს?

გიორგი გახარიამ ავსტრიაში, ერთ-ერთ ავტორიტეტულ ლაბორატორიაში ჩააბარა თმის ღერის ანალიზი, ირაკლი კობახიძეს წარმოდგენა აქვს თმის ღერის ანალიზი რას ნიშნავს? – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, კახა ქემოკლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ირაკლი კობახიძის მთელი ეს ნერვიული გამოსვლა ცრუპენტელობის, არაკომპეტენტურობის, უთავმოყვარეობის, მე არ ვიცი. ფიზიკურ გეოგრაფიაში არის ასეთი გეოგრაფიული ერთეული „მარიანის ღრმული“, მგონი, კობახიძე ამ „მარიანის ღრმულსაც“ კი ჩასცდა, იმდენი ტყუილის კასკადი მოვისმინე ამ 30-წუთიან გამოსვლაში.  ძნელად წარმომიდგენია პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, დეიურე დონეზე, ასე ვთქვათ, რომელიც კადრულობს ტყუილების მთელ ჯაჭვს.

კობახიძეს ძალიან საინტერესო პათოსი ჰქონდა ამ ე.წ. ნარკოტიკებთან დაკავშირებით. ადამიანმა, რომელმაც დეტალები არ იცის, ან არ უნდა, იცოდეს, რა ტიპის ტესტზე არის საუბარი, რა ტესტი ჩააბარა ბატონმა გახარიამ. რა იცის მან, რა არის დაგვიანებული და რა არა? გახარიამ ავსტრიაში, ერთ-ერთ ავტორიტეტულ ლაბორატორიაში ჩააბარა თმის ღერის ანალიზი. წარმოდგენა აქვს თმის ღერის ანალიზი რას ნიშნავს? თუ როგორც იურისპრუდენციაში წარმოუდგენია თავი გენიოსად, ასევე გენიოსია ამ ტიპის ექსპერტიზებში? გიორგი გახარიამ ჩააბარა ის ანალიზი, რომელიც გაცილებით მყარად წარმოადგენს რეალურად ლაბორატორიულ ექსპერტიზას, გაცილებით დიდი დროის მონაკვეთზე“,- განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „დღის თემაში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ნარკოტესტზე ანალიზი უკვე დაგვიანებულია.

„დრო გავიდა უკვე. კეთილი ენება და მოეტანა ტესტი. ავსტრიაში არა იქ ჩააბარა, მოეტანა ტესტი, ამას თავის ვადები აქვს, ახლა დაგვიანებულია. იმის გამო, რომ თავს ვერ აღწევს ამ პრობლემას, ერთი კვირაც ვერ მოითმინა, სწორედ ამის გამო გაუჭირდა ტესტის ჩაბარება. ეს ჭანჭიკი დღეს აქტუალური არ არის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი