საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ძალიან სამწუხაროა ყოფილი სახელმწიფო მდივნის, დიადი პოლიტიკოსისა და დიპლომატის, გენერალ კოლინ პაუელის გარდაცვალება. ის იყო ნამდვილი პატრიოტი, რომელიც არასდროს იშურებდა ძალისხმევას თავისუფლების წინსვლისთვის. ჩემი სამძიმარი მის ოჯახს, მეგობრებსა და ამერიკელ ხალხს. მშვიდობით განისვენე, გენერალო“ – წერს კახა კუჭავა „ტვიტერზე“.
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. კოლინ პაუელის ოჯახის განცხადებით, ყოფილი სახელმწიფო მდივანი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. კოლინ პაუელი სახელმწიფო მდივნის თანამდებობას 2001-2005 წლებში, ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის პერიოდში იკავებდა.