აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი გარდაიცვალა
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

კოლინ პაუელის ოჯახის განცხადებით, ყოფილი სახელმწიფო მდივანი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

კოლინ პაუელი სახელმწიფო მდივნის თანამდებობას 2001-2005 წლებში, ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის პერიოდში იკავებდა.