კახა კუჭავა ავსტრიის ელჩს შეხვდა
კახა კუჭავა ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თომას მიულმენს შეხვდა. თომას მიულმენმა თავმჯდომარეს თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, ავსტრიის პარლამენტის მისალოცი წერილი გადასცა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ მიმართულებებზე, სადაც საქართველოსა და ავსტრიას თანამშრომლობის გაღრმავების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს. ისაუბრეს პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე და მრავალპარტიული პარლამენტის მნიშვნელობაზე.

ხაზი გაესვა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის დროულ და სრულყოფილ იმპლემენტაციას.