კახა კალაძე - ვამკაცრებთ რეგულაციებს, რათა მშენებლობებზე დასაქმებულთა უსაფრთხოება დაცული იყოს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგულაციები გამკაცრდება.
მერმა საქმიანობის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას, ამ საკითხზე თანამშრომლობისთვის საკანონმდებლო ორგანოს მადლობა გადაუხადა.
„მკაცრად გაკონტროლდება სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტები. ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები გვაქვს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პარლამენტს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. ცვლილებები, რომელიც კანონში ამ მიმართულებით შედის, მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი, როდესაც მშენებლობებზე ადამიანები იღუპებიან, რასაც ვერ შევეგუებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მშენებლობებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რეგულაციები მკაცრდება.