ტაქსების რეგისტრაცია ელექტომობილებისთვის უფასო, ხოლო ჰიბრიდული ძრავის  მქონე ავტომობილებისთვის საფასურის 50% იქნება
ტაქსების რეგისტრაცია ელექტომობილებისთვის უფასო, ხოლო ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილებისთვის საფასურის 50% იქნება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში ტაქსების მოძრაობის მხრივ, სერიოზული პრობლემაა და ეს პროცესი ქაოტურად მიმდინარეობს.

მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ტაქსების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება.

ამასთან,  რეგისტრაცია ელექტომობილებისთვის უფასო იქნება, ხოლო ჰიბრიდული ძრავების მქონე ავტომობილებისთვის  – საფასურის მხოლოდ 50%.

„ტაქსების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. ესეც სერიოზული პრობლემაა და ქაოტურია ტაქსების მოძრაობა და არსებობა.  არავინ ვიცით, თუ რა ოდენობის ტაქსზეა საუბარი.

შესაბამისად, მოხდება ტაქსების აღრიცხვა და რეგისტრაცია. უფასო იქნება რეგისტრაცია ელექტომობილებისთვის და საფასურის მხოლოდ 50%-ს გადაიხდიან ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილები“, – განაცხადა კახა კალაძემ 100 დღიანი ანგარიშის წარდგენისას.