კახა კალაძე - ტაქსების შეღებვასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო გეგმა გვაქვს
კახა კალაძე - ტაქსების შეღებვასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო გეგმა გვაქვს

ტაქსების ფერთან დაკავშირებული ვალდებულება 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შემოდის, ამასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან  საინტერესო გეგმა შემუშავებული და უახლოეს მომავალში მოგახსენებთ,-  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ლიცენზიის მქონე  მძღოლები გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადებისგან, ექნებათ რეკლამის გაყიდვის საშუალება და ისარგებლებენ უფასო პარკირების სისტემით.

გადაღებვით ტაქსების რაოდენობა არ შემცირდება. ეს არის მეორე ეტაპი, აღნიშნული ვალდებულება შემოდის 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან, თუმცა ჩვენ უნდა გავუსვათ ხაზი იმ ბენეფიტებსაც, რომლებსაც ლიცენზიის მფლობელი ტაქსისტები მიიღებენ. მათ ექნებათ შესაძლებლობა ყოველგვარი გადასახადების გარეშე ისარგებლონ ქალაქში გამოყოფილი კონკრეტული ადგილებით, პარკირების სისტემით. ლიცენზიის მქონე მძღოლები ასევე გათავისუფლებული იქნებიან საშემოსავლო გადასახადებისგან, ექნებათ შესაძლებლობა, ავტომობილებზე განათავსონ რეკლამა და მიღებული თანხები მათი საკუთრება იქნება. პირველ ეტაპზე ტაქსის მანათობელს ლიცენზიის მქონე მძღოლს დედაქალაქის მერია გადასცემს. შეღებვას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან  საინტერესო გეგმა შემუშავებული, რომელსაც უახლოეს მომავალში მოგახსენებთ“,-განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.