კახა კალაძე აცხადებს, რომ აგვისტოს ომიდან სამ თვეში, გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთში გაგზავნილი წერილი დანაშაულია
კახა კალაძე აცხადებს, რომ აგვისტოს ომიდან სამ თვეში, გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთში გაგზავნილი წერილი დანაშაულია

კახა კალაძე 2008 წლის აგვიტოს ომიდან სამი თვის შემდეგ, გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთის კულტურის მინისტრისადმი გაგზავნილ წერილს დანაშაულსა სამარცხვინოს უწოდებს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, მისთვის უცნობია, მოახდენს თუ არა აღნიშნული წერილი გავლენას გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასა და შანსებზე.

„როგორც ვიცი, ვაშაძე რუსეთის მოქალაქეა, პირველი აქედან დავიწყოთ. თვითონ წერილს რაც შეეხება, დეტალებს არ ვიცნობ, თუმცა ფაქტი არის სამარცხვინო. ქვეყნის ოკუპაციიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ ამ შინაარსის და ამ ტიპის წერილის გაგზავნა არის ძალიან დიდი დანაშაული და სამარცხვინო ფაქტი, მე ასე შევაფასებდი “,_ განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

2008 წლის აგვისტოს ომიდან, დაახლოებით სამი თვის შემდეგ, საქართველოს იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ამჟამად რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატია, რუსეთის კულტურის მინისტრს წერილი გაუგზავნა და მოსკოვში ქართული ანსამბლების კონცერტებისა და თეატრების სპექტაკლების ჩატარება შესთავაზა.

დატოვე კომენტარი