თბილისის მერია მეტროს 40 ახალი ვაგონის შესყიდვას უახლოეს მომავალში გეგმავს
თბილისის მერია მეტროს 40 ახალი ვაგონის შესყიდვას უახლოეს მომავალში გეგმავს

დედაქალაქის მერია თბილისის მეტროს 40 ახალი ვაგონის შესყიდვას უახლოეს მომავალში აპირებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ  დედაქალის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ორი წელია, რაც თბილის მერიაში ვართ მოსული და დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაწერიგებლად ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები. საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი სატრანპოსრტო პოლიტიკა და შემდეგ დავიწყეთ თვითონ ამ პროექტების განხორციელება. მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია, ახალი ვაგონების დამატება, არსებულების რეაბილიტაცია, განახლება. ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში გვინდა, გამოვაცხადოთ შესყიდვა ახალ ევროპული ტიპის 40 ვაგონზე, რომელიც დაემატება მეტროს, რადგან მეტრო არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ყველაზე მეტი მგზავრი გადაყავს“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.