კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ არასწორ პარკირებაზე 50-ლარიანი ჯარიმა ავტობუსების სრულად განახლების შემდეგ ამოქმედდება
კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ არასწორ პარკირებაზე 50-ლარიანი ჯარიმა ავტობუსების სრულად განახლების შემდეგ ამოქმედდება

თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ არასწორ პარკირებაზე 50-ლარიანი ჯარიმა მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ავტობუსების პარკი სრულად განახლდება.

,,საკითხი პარლამენტში სამი მოსმენით გავიდა, თუმცა კენჭი არ ეყარა, რადგან ველოდებით ახალი ავტობუსების შემოსვლას და ამის შემდეგ უნდა ამოქმედდეს ჯარიმა. როცა გვექნება განახლებული ავტობუსების პარკი, კენჭი ეყრება პროექტს და შევა ძალაში, მანამდე – არა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ რაც შეუძლება მეტმა ადამიანმა იმგზავროს განახლებული ტრანსპორტით, ასე არის მთელ ევროპულ ქალაქებში. სადაც ეს რეფორმა განხორციელდა, ანალოგიური მიდგომები და დამოკიდებულებაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე სწრაფი და კომფორტული, ადამიანებმა თქვან არა საკუთარ მანქანებზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, დედაქალაქში 35 ათასამდე საპარკინგე ადგილია გამოყოფილი.

შეგახსენებთ, 30 ოქტომბერს  დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდა, თუმცა ჯარიმების ამოქმედების კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია.