კახა კალაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა აუცილებელია, რათა არხი განვითარდეს და კომერციულ არხებთან კონკურენცია შეძლოს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საზოგადობრივი მაუწყებლის რეფორმას მიესალმება.
მისივე თქმით, არხის განვითარება აუცილებელია.
„მე ვემხრობი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმას, რეფორმა ნამდვილად განსახორციელებელია, რადგან არხი განვითარდეს, კომერციულ არხებთან კონკურენცია შეძლოს და რეიტინგული გახდეს.
რეფორმები ნამდვილად განსახორციელებელია, რადგან ათეულობით მილიონი იხარჯება ყოველწლიურად, იხარჯებოდა და რა იყო შედეგი? არანაირი, ასე რომ ვთქვათ, პირველი არხი არ იყო ყურებადი და შესაბამისად, რეფორმა აუცილებლად განსახორციელებელია.
პირადად ჩემი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შევიდეს კონკურენციაში იმ ტელევიზიებთან, რომლებიც დღეს ბაზარზე მაღალი რეიტინგით სარგებლობენ.
ამის შესაძლებლობა აქვს პირველ არხს, თუმცა რეფორმების განხორციელება მნიშნველოვანია და ის რაც იქნა წარდგენილი პარლამენტში, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად იქნება მხარდაჭერილი“,- განაცხადა კახა კალაძემ.
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით განიხილავს.