ჯუზეპე კონტე - იტალიის მთავრობა რუსეთის მიმართ ღია პოლიტიკას დაუჭერს მხარს
ჯუზეპე კონტე - იტალიის მთავრობა რუსეთის მიმართ ღია პოლიტიკას დაუჭერს მხარს

იტალიის მთავრობა რუსეთის მიმართ ღია პოლიტიკას დაუჭერს მხარს – ამის შესახებ იტალიის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯუზეპე კონტეს თქმით, იტალიის მთავრობა სანქციების პოლიტიკას გადახედავს.

„გვსურს კიდევ ერთხელ დავადასტუროთ რწმენა ატლანტიკური ალიანსის მიმართ. ასევე აშშ-ის, როგორც პრივილეგირებული მოკავშირის მიმართ. ჩვენ მხარს დავუჭერთ რუსეთის მიმართ ღიაობას, რომელმაც ბოლო წლებში, სხვადასხვა გეოპოლიტიკურ კრიზისში თავისი საერთაშორისო როლი გააძლიერა“, – აღნიშნა კონტემ.

ჯუზეპე კონტემ მთავრობის პრიორიტეტებად უნივერსალური შემოსავლის სისტემის შემოღება და „იმიგრაციის ბიზნესის“ შეზღუდვა დაასახელა.