პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას იტალიის „ყველაზე ბნელი დრო“ უწოდა
პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას იტალიის „ყველაზე ბნელი დრო“ უწოდა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას იტალიის „ყველაზე ბნელი დრო“ უწოდა.

თუმცა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა ამ სირთულებს გადალახავს, თუ მოსახლეობა წესებს დაემორჩილება.

„ეს დღეები ჩერჩილის სიტყვებზე ვფიქრობ, ეს ჩვენი ყველაზე ბნელი დროა, თუმცა ჩვენ ამას გადავლახავთ“, – განაცხადა ჯუზეპე კონტემ გამოცემა „ლა რეპუბლიკასთან“ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ უინსტონ ჩერჩილმა ფრაზა „ყველაზე ბნელი დრო“ მეორე მსოფლიო ომთან მიმართებაში გამოიყენა.

როგორც სააგენტო „ანსა“ იტყობინება, იტალიის პრემიერ-მინისტრს კორნავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და დაავადება არ დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი პიემონტის რეგიონის გუბერნატორს დაუდგინდა, რომელიც მანამდე პრემიერ-მინისტრის ოფისში საგანგებო თათბირს ესწრებოდა.

დატოვე კომენტარი