თურქეთის პრეზიდენტმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსთან ბრძოლის ერთობლივ ზომებზე ისაუბრეს
თურქეთის პრეზიდენტმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსთან ბრძოლის ერთობლივ ზომებზე ისაუბრეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა,  ჯუზეპე კონტემ კორონავირუსთან ბრძოლის ერთობლივ ზომებზე ისაუბრეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანს და ჯუზეპე კონტეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

თურქეთის კომუნიკაციის დირექტორატის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა იტალიის მთავრობის ხელმძღვანელს სამძიმარი გამოუცხადა იტალიაში ვირუსისგან ასეულობით ადამიანის დაღუპვის გამო.

ორი ქვეყნის ლიდერმა ვირუსის პანდემიის ფონზე, შესაძლო თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ბოლო ერთ დღეში იტალიაში კორონავირუსით 345 ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლის საერთო რაოდენობა კი 2 503 ადამიანს აღწევს. ვირუსი მსოფლიოს 163 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული.