ჯუანშერ ბურჭულაძე - „ჯაველინების“ გადმოცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორების სიაშია
ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორების სიაშია, – ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ საქართველოსთვის 30 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვის შესაძლებლობის დამტკიცება.
„ის გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ მიიღო, 3 აგვისტოს მიმართა კონგრესს, რომ საქართველოს გადმოეცეს 82 ერთეული ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი“ 46 გამშვებით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რა დონეზეა ჩვენი სამხედრო ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს არის იმ მოკლე სიაში, იმ სტრატეგიული პარტნიორების ქვეყნების სიაში, რომელიც ჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.