ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენს პატრიარქს განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ 91 წლის იუბილეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას, უმნიშვნელოვანესი საქმიანობის დიდხანს გაგრძელებას
ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენს პატრიარქს განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ 91 წლის იუბილეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას, უმნიშვნელოვანესი საქმიანობის დიდხანს გაგრძელებას

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 91 წლის იუბილეს ულოცავს.

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ 91 წლის იუბილეს.

მისი უწმინდესობა არის ჩვენი ერის სულიერი წინამძღოლი, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბის საზოგადო მოღვაწე და ჩვენი დროის გამორჩეული მოაზროვნე.

ჩვენს პატრიარქს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას, მისი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის დიდხანს გაგრძელებასა და ქვეყნის ერთიანობას“, – აღნიშნულია მილოცვაში, რომელსაც თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.