„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობასა და მაღაროელებს შორის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო
მაღაროელებთან შეხვედრა გადაიდო, – ამის შესახებ პირველ არხს „ჯორჯიან მანგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის გადადების მიზეზი სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება შეხვედრა მაღაროელებსა და კომპანიის მესვეურებს შორის, სადაც დასაქმებულები შრომის პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის მომატებას მოითხოვენ.
შეხვედრა დღეს, 11:00 საათზე იყო ჩანიშნული.