ჭიათურაში მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის მომატებას მოითხოვენ
ჭიათურაში მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის მომატებას მოითხოვენ

მაღაროელები დღეს, „ჭიათურ მანგანეზის“ ადმინისტრაციას საკუთარ მოთხოვნებს გააცნობენ. შეხვედრა ჭიათურაში, კულტურის სახლში 11:00 საათზე დაიწყება.

მაღაროელები ხელმძღვანელობასთან მძიმე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის მომატებას მოითხოვენ.

შეხვედრა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფესიული კავშირის ინიციატივით და ორგანიზებით მოეწყობა.

„დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად, პირველ ეტაპზე, შეხვედრის რეჟიმში ვისაუბრებთ. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ პროტესტი აქციაში გადაიზრდება“, – განუცხადა პირველ არხს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფესიული კავშირის, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ამირან მაჩიტიძემ.