„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის მაღაროში მუშის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის მაღაროში მუშის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა.

ამ დროისთვის „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.