პროფკავშირის ინფორმაციით, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშა დაიღუპა
პროფკავშირის ინფორმაციით, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშა დაიღუპა

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშა დაიღუპა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პაატა სამხარაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, შემთხვევა მაღაროს გვირაბში მოხდა და დაღუპული მამაკაცი 30 წლამდე ასაკის არის.

დატოვე კომენტარი