ჯორჯ ბუშ უფროსს სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. როზელინ კორიგანის თქმით, ის 16 წლის იყო, როდესაც ფოტოს გადაღებისას უფროსი ბუში გოგონას უხამსად შეეხო.
როზელინი მეექვსე ქალია, რომელმაც შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის მსგავს ქმედებებზე დაიწყო საუბარი.
შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის პრესსპიკერი, ჯიმ მაკგრათი ამბობს, რომ ბუში გაცნობიერებულად შეურაცხყოფას არავის მიაყენებდა და შესაძლოა, ფოტოსესიისას ის ხელით შემთხვევით შეხებოდა გოგონას. მიუხედავად ამისა, ბუშის სახელით მაკგრათმა გულწრფელი ბოდიში მოიხადა.
როზელინ კორიგანის მიერ მოთხობილი ისტორია 2003 წლის ნოემბერში, ტეხასში, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ოფისში გამართულ ფოტოსესიას აღწერს. მაშინ ჯორჯ ბუშ უფროსი 79 წლის იყო.