ჯონდი ბაღათურია - დაუყონებლივ უნდა შეუჩერდეს ე.წ. მწვანე სკოლას ლიცენზია, პასუხისგებაში უნდა მიეცეს დირექტორი და ყველა დამნაშავე პირი
ჯონდი ბაღათურია - დაუყონებლივ უნდა შეუჩერდეს ე.წ. მწვანე სკოლას ლიცენზია, პასუხისგებაში უნდა მიეცეს დირექტორი და ყველა დამნაშავე პირი

დაუყონებლივ უნდა შეუჩერდეს ე.წ. მწვანე სკოლას ლიცენზია, პასუხისგებაში უნდა მიეცეს დირექტორი და ყველა დამნაშავე პირი, ვინც ბავშვი გაწირა, დარჩენილიყო ცხოვრებაში შექმნილი პრობლემის წინაშე მარტო, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.

როგორც ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, სკოლამ, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მოზარდს აქვს დიდი პრობლემა, ნაცვლად იმისა, დაკავშირებოდა მშობლებს, ეს მოსწავლე დააბეზღა პოლიციაში და გადასცა დაკითხვაზე პოლიციას.

„პოლიციას არ ჰქონდა დაკითხვის უფლება, ანდა რა დააშავა, რა დაწერა ამ ბავშვმა ისეთი, რომელიც ჩვენს შვილებს არ ესმით ტელევიზორებიდან, სასტვენებით რომ დადიან, იმ დეიდებისა და ბიძიებისგან, რომელიც პრივილეგირებული დეიდები და ბიძიები არიან, მაღალ თანამდებობებზე არიან, კარგი მანქანებით გადაადგილდებიან და წესით მაგალითის მიმცემები რომ უნდა იყვნენ. ამ სკოლაში თავმოყრილია ბევრი ის ადამიანი, რომელსაც წარსულში აქვს მსგავსი დანაშაული ჩადენილი. მაგალითად ქალბატონი შორენა გამყრელიძე, რომელიც სკოლის მოსწავლის, ზაზა ალექსიძის საქმეზე, ჩვენი შეფასებით, იყო ცრუ მოწმე. მაშინ, როდესაც მთელი სახელმწიფო აპარატი, პრეზიდენტი სააკაშვილით დაწყებული, სკოლის დირექციით დამთავრებული, დევნიდა ამ ბავშვს, პირდაპირ ცრუ ჩვენებებს იძლეოდნენ მის წინააღმდეგ. დაუყონებლივ უნდა შეუჩერდეს ამ სკოლას ლიცენზია, პასუხისგებაში უნდა მიეცეს დირექტორი და ყველა დამნაშავე პირი, ვინც ბავშვი გაწირა. ეს სკოლა „მიშისტებს“ ეკუთვნით და მათ მფლობელობაშია, ძირითადად ისინი არიან იქ დაბუდებულნი“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.