აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის კომენტატორმა ჯო როგანმა ახალი კონტრაქტი „სფოთიფაისთან“ გააფორმა. როგანი პოდკასტებს 2020 წლის ბოლოდან სწორედ აქ გამართავს.
ჯო როგანმა პოდკასტების სერია 11 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ, მისი შოუ მსოფლიოში ერთ-ერთ პოპულარულ გადაცემად იქცა. „უოლ სტრიტ ჯორნალის“ (The Wall Street Journal) ინფორმაციით, პოდკასტი „სფოთიფაიზე“ ექსკლუზიურად გავა და ახალი შეთანხმებით როგანი $100 მილიონ დოლარს მიიღებს.
ჯო როგანის განცხადებით მისი პოდკასტების ხილვა ასევე YouTube – ის პლატფორმაზეც იქნება შესაძლებელი.