ლას ვეგასში რამდენიმე საათის წინ UFC-ის მორიგი ქარდი (Vegas 20) გაიმართა. მთავარი ბრძოლა მძიმე წონით დივიზიონში შედგა. სირილ განმა კარიერაში რიგით მერვე გამარჯვება იზეიმა და დაუმარცხებლის სტატუსი შეინარჩუნა. მან, ამჯერად, რეიტინგის მეოთხე მებრძოლი, ჯაირზინიო როზენსტრუიკი დაამარცხა.
მაგომედ ანკალაევმა ნიკიტა კრილოვს მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით სძლია (29:28, 29:28 და 29:28)
მაირა ბუენო სილვასა და მონტანა დე ლა როსას ბრძოლა ფრედ დასრულდა (28:27, 28:28, 28:28)
პედრო მუნიოზმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო ჯიმი რივერას (30:27, 30:27 და 29:28)
ალექს კასერესმა კევინ კრუმი დაამარცხა (30:26, 30:26 და 30:27)
ტაგო მოისესი ალექსანდერ ჰერნანდესზე ძლიერი გამოდგა (30:27, 30:27 და 29:28)
ალექსის დევისმა ახალგაზრდა საბინა მაზოს მოუგო (30-27, 30-27 და 30-26)
რონი ლოურენსმა ტექნიკური ნოკაუტით სძლია ვინს კაშეროს.
დასტინ ჯეიკობიმ მაქსიმ გრიშინი დაამარცხა (29:28, 29:28 და 29:28)