ჯო როგანის პოდკასტი „სფოთიფაიზე“ ინაცვლებს

10:55, 21.05.2020

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის კომენტატორმა ჯო როგანმა ახალი კონტრაქტი „სფოთიფაისთან“ გააფორმა. ​როგანი პოდკასტებს 2020 წლის ბოლოდან სწორედ აქ გამართავს.

ჯო როგანმა პოდკასტების სერია 11 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ, მისი შოუ მსოფლიოში ერთ-ერთ პოპულარულ გადაცემად იქცა. „უოლ სტრიტ ჯორნალის“ (The Wall Street Journal) ინფორმაციით, პოდკასტისფოთიფაიზე“ ექსკლუზიურად გავა და ახალი შეთანხმებით როგანი $100 მილიონ დოლარს მიიღებს.

ჯო როგანის განცხადებით მისი პოდკასტების ხილვა ასევე YouTube – ის პლატფორმაზეც იქნება შესაძლებელი.

მსგავსი