ხუთრაუნდიანი ბრძოლა და პირველი მარცხი UFC-ში - ჭიკაძემ კატართან ქულებით წააგო [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ UFC-ში მორიგი ბრძოლა გამართა. ჩვენი სპორტსმენის მეტოქე ამერიკელი კელვინ კატარი გახლდათ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბრძოლა მძიმე და სანახაობრივი გამოდგა. ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში ორივე სპორტსმენმა დიდი გამძლეობა და საბრძოლო ჟინი გამოავლინა, მაგრამ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება კელვინ კატარს ერგო –  (50:45, 50:45, 50:44).

გიგა ჭიკაძემ, რომელიც აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში, ჯერჯერობით, წაუგებლად ასპარეზობდა, პირველი მარცხი იწვნია.

ჭიკაძისა და კატარის დაპირისპირებას ორგანიზაციის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა:

„საოცარი ჩხუბი ვნახეთ, ნამდვილი ომი. წლის პირველი დაპირისპირება იყო და ეს სანახაობა უკვე წლის საუკეთესო ბრძოლის კანდიდატია“ , –  დაწერა დეინა უაითმა.