ჯგუფი Spice Girls ევროპაში კონცერტებს ვიქტორია ბექჰემის გარეშე გამართავს
ჯგუფი Spice Girls ევროპულ ტურნეს აანონსებს. 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფი კონცერტებს სხვადასხვა ქვეყნაში გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ტურნე 2019 წლის პირველ ივნისს მანჩესტერში დაიწყება და ლონდონში გრანდიოზული შოუთი დასრულდება.
Spice Girls-ი საკონცერტო ტურნეში ვიქტორია ბექჰემის გარეშე მიემგზავრება.
Spice Girls-ი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფია, რომელიც 2000 წელს დაიშალა. მათ ერთობლივად ბოლოს 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე იმღერეს.
ჯგუფის გაერთიანების შესახებ ინფორმაცია წლის დასაწყისში გავრცელდა.