ჯგუფი Spice Girls ევროპაში კონცერტებს ვიქტორია ბექჰემის გარეშე გამართავს
ჯგუფი Spice Girls ევროპაში კონცერტებს ვიქტორია ბექჰემის გარეშე გამართავს

ჯგუფი Spice Girls ევროპულ ტურნეს აანონსებს. 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფი კონცერტებს სხვადასხვა ქვეყნაში გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ტურნე 2019 წლის პირველ ივნისს მანჩესტერში დაიწყება და ლონდონში გრანდიოზული შოუთი დასრულდება.

Spice Girls-ი საკონცერტო ტურნეში ვიქტორია ბექჰემის გარეშე მიემგზავრება.

Spice Girls-ი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფია, რომელიც 2000 წელს დაიშალა. მათ ერთობლივად ბოლოს 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე იმღერეს.

ჯგუფის გაერთიანების შესახებ ინფორმაცია წლის დასაწყისში გავრცელდა.