დონალდ ტრამპი ევროპული ტურნეს ფარგლებში ბრიტანეთს, ირლანდიასა და საფრანგეთს ესტუმრება
დონალდ ტრამპი ევროპული ტურნეს ფარგლებში ბრიტანეთს, ირლანდიასა და საფრანგეთს ესტუმრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპული ტურნეს ფარგლებში ბრიტანეთს, ირლანდიასა და საფრანგეთს ესტუმრება.

დონალდ ტრამპი ლონდონში 3 ივნისს ჩავა და შეხვედრას ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორესთან და პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან გამართავს. ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრის მთავარი თემა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება იქნება, რომელიც ორ ქვეყანას შორის შესაძლოა, ბრექსიტიდან რამდენიმე თვეში გაფორმდეს.

5 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტი პორტსმუთში გაემგზავრება, სადაც ნორმანდიაში მოკავშირეების გადასხდომის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. იმავე დღეს დონალდ ტრამპი ირლანდიას ესტუმრება და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ლეო ვარადკარს შეხვდება.

6 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტი ნორმანდიაში ჩავა და ქალაქ კოლვილ-სიუ-მერში ამერიკელი სამხედროების სასაფლაოზე დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრება. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის პრეზიდენტიც. ამის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები შეხვედრას კანში გამართავენ.