ლედი გაგამ მსოფლიო ტურნეს ევროპული ნაწილი გააუქმა
ლედი გაგამ მსოფლიო ტურნეს ევროპული ნაწილი გააუქმა

ლედი გაგამ მსოფლიო ტურნეს ევროპული ნაწილი გააუქმა. მომღერალს ქრონიკული ფიბრომიალგია აქვს, რომელიც ორგანიზმში ქრონიკულ ტკივილს იწვევს.

ტურნეს გაუქმების შესახებ ლედი გაგამ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა. აღნიშნულ პოსტში პოპვარსკვლავმა თაყვანისმცემლებს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ მომხდარის გამო შეწუხებულია, თუმცა, პირველ რიგში, მან საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს.

მომღერალმა ტურნეს გაუქმების გადაწყვეტილება ექიმების რჩევით მიიღო.