ჯერემი კორბინი - ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, ბრიტანეთი ბლოკთან ერთად საბაჟო კავშირში უნდა დარჩეს
ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, ბრიტანეთი ბლოკთან ერთად საბაჟო კავშირში უნდა დარჩეს, – ამის შესახებ ბრიტანეთის ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა განაცხადა.
ჯერემი კორბინმა თანაპარტიელებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ კონსერვატიულ პარტიაში მყოფი ადამიანების მცირე ჯგუფს, რომ სავაჭრო კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებები შევიდეს.
„ლეიბორისტული პარტია ეცდება, რომ ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ახალი საბაჟო კავშირი შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საბაჟო ტარიფები არ დაწესდეს და ჩრდილო ირლანდიაში სასაზღვრო საკითხი არ გართულდეს“, – თქვა ჯერემი კორბინმა.
თავად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ახალ საბაჟო კავშირს გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს ხელს შეუშლის ჩინეთთან და ინდოეთთან ახალი სავაჭო შეთანხმებების გაფორმებას.
კონსერვატიულ პარტიაში ტერეზა მეის უთანხმოება აქვს მოწინააღმდეგეთა მცირე ჯგუფთან, რომლებიც ევროკავშირთან ურთიერთობებს უჭერენ მხარს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კი ამ ჯგუფის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გამოყენებას გეგმავს.