ჯერემი კორბინი „შავი სექტემბრის“ წევრების საფლავზე გადაღებული ფოტოების გამო, ისრაელის მთავრობამ გააკრიტიკა
ჯერემი კორბინი „შავი სექტემბრის“  წევრების საფლავზე გადაღებული ფოტოების გამო, ისრაელის მთავრობამ გააკრიტიკა

გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მწვავედ გააკრიტიკა. მიზეზი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ფოტოებია, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ დებს ჯერემი კორბინი გვირგვინს პალესტინური რადიკალური ორგანიზაციის, „შავი პარასკევის“ წევრების საფლავზე.

ფოტო 2014 წელს ტუნისში, პალესტინის საელჩოს თანამშრომელმა გადაიღო.

ისრაელის მიერ პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „შავი პარასკევის“ წევრები 1972 წლის სექტემბერში მიუნხენის ოლიმპიადაზე ისრაელის ნაკრებს თავს დაესხნენ. ტერაქტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა – ოთხი მწვრთნელი, ხუთი სპორტსმენი და ორი მსაჯი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯერემი კორბინი ანტისემიტურ მოქმედებაში დაადანაშაულა. კორბინის მისამართით ეს ბრალდება ისრაელის მთავრობის მხრიდან ადრეც არაერთხელ გაჟღერებულა, თუმცა ჯერემი კორბინი საპასუხოდ აცხადებს, რომ ისრაელის მთავრობის კრიტიკა ანტისემიტიზმი არ არის.