დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საყოველთაო არჩევნებისთვის ემზადებიან
დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საყოველთაო არჩევნებისთვის ემზადებიან

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საყოველთაო არჩევნებისთვის სამზადისი უკვე დაიწყო.

19 ნოემბერს კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ოპოზიციის ლიდერი,  ლეიბორისტული პარტიის  წევრი ჯერემი კორბინი დებატებს გამართავენ.

„ჯონსონმა გამოწვევა მიიღო და ჩვენ ამას მივესალმებით“, – წერს ლეიბორისტული პარტიის  ლიდერი მიკრობლოგ „ტვიტერში“.

ვადამდელი საყოველთაო არჩევნები ბრიტანეთში 2019 წლის 12 დეკემბერს გაიმართება. წინა საყოველთაო,  ასევე ვადამდელი არჩევნები, ქვეყანაში 2017 წელს ჩატარდა.