დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საყოველთაო არჩევნებისთვის სამზადისი უკვე დაიწყო.
19 ნოემბერს კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ოპოზიციის ლიდერი, ლეიბორისტული პარტიის წევრი ჯერემი კორბინი დებატებს გამართავენ.
„ჯონსონმა გამოწვევა მიიღო და ჩვენ ამას მივესალმებით“, – წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მიკრობლოგ „ტვიტერში“.
ვადამდელი საყოველთაო არჩევნები ბრიტანეთში 2019 წლის 12 დეკემბერს გაიმართება. წინა საყოველთაო, ასევე ვადამდელი არჩევნები, ქვეყანაში 2017 წელს ჩატარდა.