კირ სტარმერი – რუსეთის უპასუხისმგებლო რიტორიკა ვერ შეაფერხებს უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერას

22:37, 19.11.2024

დიდ ბრიტანეთს რუსეთის უპასუხისმგებლო რიტორიკა უკრაინის მხარდაჭერაში ხელს ვერ შეუშლის, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

„რუსეთიდან მოდის უპასუხისმგებლო რიტორიკა და ეს ვერ შეაფერხებს უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერას“, – განაცხადა კირ სტარმერმა ბრაზილიაში გამართულ G20-ის სამიტზე.

პუტინის ახალი ბირთვული დოქტრინა გულისხმობს, რომ „ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშ მოექცევა“.

„კიდევ ერთხელ ვეუბნები პუტინს, შეწყვიტეთ ომი და დატოვეთ უკრაინა“,  – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.

მსგავსი