კირ სტარმერი - რუსეთის უპასუხისმგებლო რიტორიკა არ შეაფერხებს უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერას
დიდ ბრიტანეთს რუსეთის უპასუხისმგებლო რიტორიკა უკრაინის მხარდაჭერაში ხელს არ შეუშლის, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
„რუსეთიდან მოდის უპასუხისმგებლო რიტორიკა და ეს არ შეაფერხებს უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერას“, – განაცხადა კირ სტარმერმა ბრაზილიაში გამართულ G20-ის სამიტზე.
პუტინის ახალი ბირთვული დოქტრინა გულისხმობს, რომ „ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშ მოექცევა“.
„კიდევ ერთხელ ვეუბნები პუტინს, შეწყვიტეთ ომი და დატოვეთ უკრაინა“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.