ზიგმარ გაბრიელი ევროკავშირს უკრაინასთან და თურქეთთან ურთიერთობის ახალ მოდელს სთავაზობს
ზიგმარ გაბრიელი ევროკავშირს უკრაინასთან და თურქეთთან ურთიერთობის ახალ მოდელს სთავაზობს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს უკრაინასთან და თურქეთთან ურთიერთობის ახალ მოდელს სთავაზობს.

ამის შესახებ განცხადება ზიგმარ გაბრიელმა Funke Mediengruppe-თან ინტერვიუს დროს გააკეთა.

მისი თქმით, ურთიერთობების განსხვავებული მოდელი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ჩამოყალიბდება.

„თუ ჩვენ შევძლებთ გონივრული შეთანხმების ჩამოყალიბებას გაერთიანებულ სამეფოსთან „ბრექსიტის“ შემდეგ, მაშინ მისი გამოყენება შესაძლებელია უკრაინასთან და თურქეთთანაც“, – განაცხადა მინისტრმა.

გაბრიელი მიიჩნევს, რომ არც თურქეთი და არც უკრაინა უახლოეს წლებში ევროკავშირის წევრი არ გახდება.

„ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ახალ მოდელზე“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ანკარას შემთხვევაში ეს შეიძლება საბაჟო კავშირის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება იყოს.