ჯეფრი დევიდ საქსი - არის სწორი გზა, რომელიც ქვეყანაში საგანმანათლებლო სექტორს მოწინავე დარგად აქცევს
ჯეფრი დევიდ საქსი - არის სწორი გზა, რომელიც ქვეყანაში საგანმანათლებლო სექტორს მოწინავე დარგად აქცევს

გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა მრჩეველმა პროფესორმა, ჯეფრი დევიდ საქსმა თსუ-ს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა, სადაც განათლების მიმართულებით მთავრობის ახალი ინიციატივის – მშპ-ს 6%-ით განათლების დაფინანსების შესახებ ისაუბრა.

„საქართველო უახლოეს მომავალში გახდება ქვეყანა, რომლის ეკონომიკაშიც წამყვანი ძალა იქნება განათლება და ცოდნა. საქართველოს უკვე სტუმრობს უამრავი ტურისტი, გარდა ამისა, ქვეყანაში მაღალ დონეზეა განვითარებული ჯანდაცვის სისტემა და საფინანსო სექტორი.

მთავრობის ახალი მიდგომა – ქვეყნის შემოსავლების დიდი ნაწილი მოხმარდეს განათლებას, არის ის გზა, სწორი გზა, რომელიც ქვეყანაში საგანმანათლებლო სექტორს ზუსტად ისეთივე მოწინავე დარგად აქცევს, როგორც ჯანდაცვასა და ტურიზმს.

ძალიან მიხარია, რომ მთავრობა სწორედ ამ გზით წავიდა და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ ცვლილებების მიმართ, რასაც ეს საქართველოს მოუტანს“, – განაცხადა ჯეფრი დევიდ საქსმა.