ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე განქორწინების შემდეგ მიღებული 37 მილიარდი დოლარის ნახევარს ქველმოქმედებაში დახარჯავს
ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე აცხადებს, რომ განქორწინების შემდეგ მიღებული 37 მილიარდი დოლარის ნახევარს ქველმოქმედებაში დახარჯავს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებლის ყოფილი მეუღლის, მაკენზი ბეზოსის განცხადებით, მას არაპროპორციული ოდენობის თანხა აქვს, ამიტომ შეუძლია გააზიაროს.
ამ ხერხით, მაკენზი ბეზოსმა უორენ ბაფეტის და ბილ გეითსის ქმედება გაიმეორა. მსგავსი კამპანია „მაიკროსოფთის“ დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა და ინვესტორმა, უორენ ბაფეტმა წამოიწყეს. მათ ქონების ნახევარი ქველმოქმედებაში დახარჯეს და მსგავსი ქმედებისკენ სხვა მილიარდერებსაც მოუწოდეს. მომდევნო წლებში კი, ამ სიას არაერთი პირი შეუერთდა; მათ შორის იყვნენ სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლე.