ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით, ღია სივრცეებში სადეზინფექციო ხსნარის შესასხურებელი ფორმით გამოყენება არაეფექტურია და შესაძლოა, საზიანოც იყოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განახლებული რეკომენდაციების მიხედვით, ღია სივრცეებში სადეზინფექციო ხსნარის შესასხურებელი ფორმით გამოყენება არაეფექტურია და შესაძლოა, საზიანოც იყოს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, სადეზინფექციო ხსნარების შესასხურებელი ფორმით გარეთ ან შენობაში ფართო სივრცეებზე გამოყენება შეიძლება, ზიანის მომტანიც იყოს. ეს ასევე ულტრაიისფერი სხივებით დეზინფექციასაც ეხება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, ასევე არ არის ეფექტური ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ამ მეთოდით დეზინფიცირება, რადგან ასეთი ტიპის ხსნარები ჭუჭყთან შეხების შემდეგ ეფექტური აღარ არის.
„სადეზინფექციო ხსნარების შესასხურებელ ფორმაში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის, სასუნთქი გზების ან კანის გაღიზიანება, რასაც ჯანმრთელობაზე ნეგატიური ეფექტი აქვს. ზოგიერთი ქიმიური ხსნარის გასხურება, მაგალითად როგორებიცაა ფორმალდეჰიდი და ქლორის ხსნარები არ არის რეკომენდებული, რადგან მათ ჯანმრთელობაზე ნეგატიური ეფექტი შეიძლება, იქონიონ“, – აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.